გათავისუფლებული ბრალდებული: “განყოფილების უკან, ოთხი საათი ვყავდით მანქანაში და მაწამებდნენ

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი, რომელიც უკვე გათავისუფლებულია, ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ დაკავების შემდეგ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, ოთხი საათის განმავლობაში მანქანაში, ხელბორკილებით ჰყავდათ და აწამებდნენ.

“დამიგრიხეს ხელები, მე ვუთხარი, თუ რამე დავაშავე, მე ჩემი ფეხით წამოვალ, არაო, ჩვენ ახალი უფროსი გვყავსო და უნდა დაგაპატიმროთო. განყოფილებაში საერთოდ არ შევუყვანივართ, განყოფილების უკან, ქუჩაში, ოთხი საათის განმავლობაში ვყავდით ჩაკეცილი.
შეადგინეს ოქმი, არ იცოდა ოქმის დაწერა, ურეკავდა, ეკითხებოდა, ოთხი საათი ბორკილებით ვიჯექი, მოღუნული, მანქანაში. მტკივა ხელიც, ჰაერის უკმარისობა მაქვს, “სტეკლო” ჩამომიწიეთ-მეთქი, ისიც არ ჩამომიწიეს. ვუთხარი, კაბინეტში შემიყვანეთ და დაწერეთ, რა ოქმიც გინდათ-მეთქი და არ დამეთანხმა, რასაც მიკეთებდნენ, მაგას ჰქვია წამება. მაწამებდნენ, ერთი სიტყვით.
ვეუბნები, ხო იწერება ჩვენი საუბარი, ამოიღე მაგი და დადეთ, მე თუ რამე ან შევიგინე, ან რამე – 50 კაცი იდგა იქ და ვერავინ ჩემი ცუდი სიტყვა ვერ გაიგონა…
სავალუტო ჯიხურში შემყვა ფეხდაფეხ და იქედან მიმათრევდა მანქანისკენ”, – ამბობს მამაკაცი, რომელიც საპროტესტო აქციის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში დააკავეს და დანარჩენ ხუთ დაკავებულთან ერთად, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც აქციამ ქაოტური ხასიათი მიიღო და არეულობაში გადაიზარდა.

https://youtu.be/ZLwFSqqiMwc

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა ფეიერვერკების მაღაზიის მინა ჩაამტვრიეს
შემდეგი სტატიავინ უნდა გაბედოს და თქვას რომ ამის უკან “ნაცმოძრაობა” დგას