გატაცება და ყაჩაღობა წყალტუბოს რაიონში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ყაჩაღობა მოხდა. ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი დაესხა თავს.

დაზარალებულის ნათესავების ცნობით, ერთგული შალამბერიძეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.

დაზარალებულმა თავის გათავისუფლება გამთენიისას მოახერხა.

ერთგული შალამბერიძის ნათესავების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს.

გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში(Video) ,,ვიტყვი იმაზე მეტს, ვიდრე დღეს ხდება“- ვინ დგას საპატრიარქოს სკანდალის უკან
შემდეგი სტატიაგორში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა