(Video) ,,ვიტყვი იმაზე მეტს, ვიდრე დღეს ხდება“- ვინ დგას საპატრიარქოს სკანდალის უკან

საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე განცხადებების გაკეთებას გეგმავს. ოხანაშვილი ამბობს, რომ ის რის თქმასაც აპირებს საზოგადოებისთვის იმაზე უფრო შოკის მომგვრელი იქნება, ვიდრე არსებული ვითარებაა. სოსო ოხანაშვილის ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს ”პოსტსკრიპტუმი” ანონსის სახით ავრცელებს.

ინტერვიუში, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ არის მცდელობა, ე.წ. ციანიდის საქმესთან მისი დაკავშირება მოხდეს. მისივე თქმით, პატრიარქს გერმანიაში უთხრეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში მის მოსაწამლად მიდიოდა და ისიც უთხრეს, რომ მამა გიორგი მარტო არ მოქმედებდა. ”პირდაპირ უთხრეს და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და არის მცდელობები, მოხდეს ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=GHtIsrOMZ1s&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიმამაკაცის გატაცების მცდელობა თბილისში – სპეცოპერაციის დეტალები
შემდეგი სტატიაგატაცება და ყაჩაღობა წყალტუბოს რაიონში