“გამოწვევები არის, რათ უნდა ამას ამერიკიდან შემოგზავნილი რაღაცა მითითებები”

“ეს განცხადება ადასტურებს შემდეგს: აშშ-ის ინტერესი იმ ტერიტორიის მიმართ, რომელზეც სახელმწიფო საქართველო მდებარეობს, კვლავ უცვლელი და მნიშვნელოვანია. ის არის მზად, ითანამშრომლოს ყველა იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთი მხრივ, იქნება იმ ინტერესების გამტარებელი და მეორე მხრივ, დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია ასეთი პარტნიორული ურთიერთობა.

ახლა ამ გზავნილიდან საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მთავარი დასკვნა – ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არამხოლოდ ამერიკის ინტერესების გატარებისთვის არის ამ ტერიტორიაზე მზად, არამედ, საქართველოს ინტერესების შესაბამისობის უფრო მაქსიმალური მაღალი სტანდარტი შეუძლია შესთავაზოს ამ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობას.

მთავარი შეკითხვა ამაშია და არა იმაში, ამ გზავნილში დავინახოთ თუ არა საჭიროება პროკურატურის, სასამართლოსი და ან არდანახვა იმის, თითქოს ჩვენ ვერ ვხედავდეთ გამოწვევებს ან სასამართლოში ან პროკურატურაში, გამოწვევები არის, რათ უნდა ამას ამერიკიდან შემოგზავნილი რაღაცა მითითებები. რა თქმა უნდა, არის გამოსასწორებელი, ამას თავისი მიზეზები აქვს და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ სტრიქონებს შორის რაც არის, ყველაფრის წაკითხვა უნდა ისწავლოს საზოგადოებამ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ”-აცხადებს რომან კაკულია

banner
წინა სტატიაში“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა”
შემდეგი სტატია“ათეულობით მილიონი იხარჯება საქართველოში დეზინფორმაციაზე, ეს არის უმძიმესი ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის”