გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

NDI კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, კატეგორია „არც ერთი“ გამოკითხულთა ყველაზე მეტმა, 38%-მა აირჩია. კითხვაზე პასუხი არ იცის 4%-მა, სხვა პარტიები 8%.

გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, 10% ფიქრობს, რომ ასეთი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. 4% „პატრიოტთა ალიანსს“ ასახელებს, 3% კი უპირატესეწობას „ლეიბორისტული პარტიას” ანიჭებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის მიერ გამოკითხულთა 79% “რუსთავი 2”-ის საქმეზე ინფორმირებულია
შემდეგი სტატიაNDI: 67% – სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა