NDI-ის მიერ გამოკითხულთა 79% “რუსთავი 2”-ის საქმეზე ინფორმირებულია

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 79% “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსშია.
კითხვას – გსმენიათ თუ არა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ, რომელმაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, კვლევაში მონაწილეთა 16% პასუხობს, რომ – არა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 28% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას