გამოკითხულთა 57%-ს ხელისუფლების შეცვლა სურს – IPSOS-ის კვლევა

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS -ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, კითხვაზე – გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობს, რომ – უნდა:

მინდა – 57%
არ მინდა – 25%
“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 – 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

შეგახსენებთ როგორ გადანაწილდა ამავე კითხვაზე პასუხები IPSOS-ის მიერ ჩატარებულ წინა ორ კვლევაში.

4 ოქტომბერს გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, კითხვას ხელისუფლების ცვლილება გამოკითხულთა 56%-ს სურდა, 26%-ს არა.

რაც შეეხება სექტემბრის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგებს, მაშინ გამოკითხულთა 57% ამბობდა, რომ ხელისუფლების შეცვლა სურს, 26% ამბობდა, რომ არა.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 59% ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა- IPSOS-ის კვლევა
შემდეგი სტატიარომელი პარტიები სურს მოსახლეობას კოალიციურ მთავრობაში – IPSOS-ის ახალი კვლევა