გამოკითხულთა 59% ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა- IPSOS-ის კვლევა

ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთი, მესამე კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, კითხვაზე რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით? შედეგები ასე გადანაწილდა:

კმაყოფილი – 41%
უკმაყოფილო – 59%
“მთავარმა არხმა” კვლევა 4 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა, მაშინ ამავე კითხვაზე შედეგბი შემდეგნაირად გადანაწილა:

კმაყოფილი – 7%
მეტნაკლებად კმაყოფილი – 33%
მეტნაკლებად უკმაყოფილო – 28%
უკმაყოფილო – 32%
შეგახსენებთ, ამავე ორგანიზაციამ კვლება 20 სექტმებერსაც გამოაქვეყნა და იგივე შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

კმაყოფილი – 8 %
მეტნაკლებად კმაყოფილი – 34 %
მეტნაკლებად უკმაყოფილო – 23 %
უკმაყოფილო – 35 %
დღეს გამოქვეყნებული კვლევა კი, “მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა 8 – 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 61%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – IPSOS-ის კვლევა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 57%-ს ხელისუფლების შეცვლა სურს – IPSOS-ის კვლევა