გამოძიების დასრულებისთანავე, ამ თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება- სესიაშვილი სპეცოპერაციაზე

პარლამენტში ნდობის ჯგუფი იკრიბება. ნდობის ჯგუფის სხდომა არასრული შემადგენლობით გაიმართება, რადგან ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად 4 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა. ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დღეს სამუშაო გრაფიკს განსაზღვრავენ. მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთი თემა 22 ნოემბრის სპეცოპერაცია იქნება. სესიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ინტერესებშია რაც შეიძლება დროულად მოხდეს გამოძიება და გამოძიების დასრულების შემდეგ, ამ თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

”გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიდის. როგორც კი იქნება იმის საშუალება, რომ ნდობის ჯგუფში, ან სხვა ფორმატში მოხდეს ინფორმაციის მოწოდება გამოძიების დეტალების შესახებ, ამაზე მსჯელობა გაიმართება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანს და გომელაურს პარლამენტში იბარებენ
შემდეგი სტატიაშსს-ს საქმიანობას აუდიტი შეისწავლის