“გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც – საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან” – გახარია

“იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც – საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ” აცხადებს შს მინისტრი, თბილისში, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

“ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, სჯობს თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას”,- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშივინ არის პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო?
შემდეგი სტატიაქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს