გალის ექს-ხელმძღვანელის საქმე სასამართლოს გადაეცა

გალის ექს-ხელმძღვანელის საქმე სასამართლოს გადაეცა

prokuratოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გალის რაიონის სასამართლოს გადაუგზავნა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გალის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ბესლან არშბას ეხება. აფხაზეთის დეფაქტო გენპროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არშბას ბრალი იმაში ედება „აფხაზეთის პასპორტების უკანონო გაცემაში“. კერძოდ, მან შექმნა და უხელმძღვანელა აფხაზეთის პასპორტის გამცემ კომისიას, რომელმაც 2007-2014 წლებში გალის რაიონში მცხოვრებ 14 988 საქართველოს მოქალაქეზე ე.წ.აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გასცა.
“აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-6 მუხლს არღვევს, რომლის თანახმადაც აფხაზეთის მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვერ მიიღებენ, გარდა რუსეთის ფედერაციისა”- ნათქვამია ინფორმაციაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არშბას 30-დან 100 ათას რუბლამდე ჯარიმა ან 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმე 150 ტომისგან, ანუ 37 500 გვერდისგან შედგება.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა ავღანეთში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” განცხადებით “ომის მინისტრი” ომარ ალ- შიშანი მოკლულია