გალერი: ბიძინა და მიშა არ უნდა იყვნენ პროცესების სათავეში

ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებით, არც ბიძინა და არც მიშა არ უნდა იყვნენ ამ პროცესების სათავეში.

მისივე თქმით, პირველ რიგში სახელისუფლებო პარტიამ უნდა გადადგას ადეკვატური ნაბიჯები.

“მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოლაპარაკებების მონაწილე თითოეულმა პირმა კარგად უნდა გააცნობიეროს მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. პირველ რიგში სახელისუფლებო პარტიამ უნდა გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და იგივე მოლოდინი გვაქვს ოპოზიციის მიმართ.

უნდა დასრულდეს ეს სირთულეები. ავიღოთ უკრაინის მაგალითი, არც ბიძინა და არც მიშა არ უნდა იყვნენ ამ პროცესების სათავეში, რომლებიც თითქოს და შეგნებულად აჭიანურებენ ამ პროცესებს და ქაჩავენ ამ ძაფებს ნეგატიურად. ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ოპოზიციაშიც არ უნდა იყოს განწყობა, რომ მოვისმინე ევროკავშირის პოზიცია და ახლა ხელისუფლებამ და ევროკავშირმა გადაწყვიტონ ეს პრობლემა”, – ამბობს გალერი “ფორმულას” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: თალაკვაძემ თქვა, რურუა რომ დაუყოვნებლივ გამოვიდეს, ხელს მოაწერთ დოკუმენტსო?
შემდეგი სტატიახოშტარია: პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს და ახლა დაერივნენ აქტივისტებს