გახარიას დაევალებოდა ალბათ აღსრულება, მაგრამ ბრძანება წამოვიდოდა ივანიშვილისგან – ანალიტიკოსები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე

20 ივნისის სისხლიან ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემი პირი ამ დრომდე უცნობია. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოეყენებინათ მოქალაქეების დაშლის მიზნით რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ამასთან ანალიტიკოსებს ეჭვობენ, რომ გახარია სპეციალურად არიდებს თავს ამის დაკონკრეტებას იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება არაფორმალურ პირებს მიეღოთ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ხაზს უსვამს სწორედ ამ გარემოებას, რომ შს მინისტრი არ აზუსტებს, ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ გახარიამ თქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება, რომ ხალხის დარბევა მოეწყოთ ბრუტარული მეთოდებით, რაც გააკეთეს 20-ში. ჩვენ ვნახეთ არა სხვა უწყების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები და თვითონ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩარევა ალბათ, პირდაპირ იყო ამ პროცესში. ჩემი აზრით, მხოლოდ მისი დონიდან შეიძლებოდა ასეთი ბრძანების გაცემა…. ის მაფიქრებინებს, რომ პრემიერით დაწყებული ყველა ბიძინას უყურებენ თვალებში, რას იტყვის და ვერაფრის გაკეთებას მის სიტყვის გარეშე ვერ ბედავენ და შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი რა, რაც იყო, ჩემი აზრით, გამორიცხულია ივანიშვილის თანხმობის გარეშე, გახარიას დაევალებოდა ალბათ აღსრულება, მაგრამ ბრძანება წამოვიდოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან,“ – განაცხადა ხარშილაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – ბახტაძისა და გახარიას ყოველი გამოსვლა საზოგადოების შეურაცხყოფაა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესს