გახარია ენმ-ს: არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ

“რაც შეეხება ყველაფერ იმას, რაც აქ ითქვა, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ისიც, რაც ახლა აქ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება, და ამას თქვენ აკეთებდით არახოლოდ ცხრა წელი, არამედ დღესაც, მინდა გითხრათ – არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში ”-ასე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე ოპოზიციას, კითხვაზე, შეუშვებდნენ თუ არა პარლამენტში მოქალაქეებს, რომლებზეც გაცემულია საშვი.

banner
წინა სტატიაშიენმ-მ გახარიას მოსმენამდე დარბაზში სიმღერა “გახარიას უხარია” გაუშვა
შემდეგი სტატიაგახარია: ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული 20 ივნისის შედეგებით, როგორც მე