გახარია: ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული 20 ივნისის შედეგებით, როგორც მე

“სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად, შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შემდეგ ჩვენ გვყავს დაზარალებული, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. და ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ.

რა თქმა უნდა, სიმართლეა იმაში, რომ გვყავს ორი ადამიანი, რომელმაც დაკარგა თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი – სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით და არა იმ სპექტაკლებით, რომლებსაც ვაწყობთ პარლამენტში ”-პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან საუბარში, მას შემდეგ, რაც ენმ-მ პროტესტის ნიშნად ფრაქციის სხდომა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგახარია ენმ-ს: არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ჩამოგთვლით მინისტრებს – ქართუ, ქართუ, ქართუ, ელიტა ბურჯი, ქართუ, საჩხერე