გაეროს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთს მიმართავს

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთს მიმართავს

3სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა, რუსეთის ფედერაციას თხოვნით მიმართავს გაეროს დართოს ნება ალეპოში ჰუმანიტარულ კორიდორებს გაუწიოს კოორდინაცია. “ეს ჩვენი საქმეა” – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა, დღეს ჟენევაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.

რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ალექსელი ბოროდავკინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყურადღებით შეისწავლის და გაეცნობა მისტურას წინადადებას -წერს “დოიჩე ველე”.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ ალეპოში შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა, მამაკაცებს საომარი მოქმედებების ზონის უსაფრთხო კორიდორებით დატოვების უფლება არ მისცეს -იტყობინება ქალაქიდან ერთ-ერთი აქტივისტი.
“უსაფრთხო კორიდორით გადიან მხოლოდ ქალები, ბავშვები და მოხუცები. 50 წლამდე მამაკაცები, ფაქტობრივად, მძევლები არიან. მათ აკრძალული აქვთ ტერორისტული კვარტლის დატოვება” – ამბობს სირიელი აქტივისტი, რომლის თქმითაც, ბოევიკებს, მამაკაცები, სავარაუდოდ, ან მონებად სჭირდებათ, ან ცოცხალ ფარად.

დღესვე ტელეარხი Al Mayadeen-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორისტები ყველას, ვინც ტერიტორიის დატოვებას გაბედავს, ემუქრებიან.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთი სირიის ჯართან ერთად, მასშტაბური ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში სამ კორიდორს ამზადებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ალეპოდან გამოსაყვანად. კიდევ ერთი კორიდორი განკუთვნილია ისლამისტებისთვის.
სავარაუდოდ, ალეპოში 200-250 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო რუსეთს სულგუნის მიწოდებას სთავაზობს
შემდეგი სტატიათუკი მოსკოვის მოქმედება “ხრიკი” აღმოჩნდება ეს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას გააფუჭებს