მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს

„მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს – საუბარია 2017/2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებზე, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს, მომსახურების ტარიფები გაუძვირდათ:

„მაგთიკომი ხელმძღვანელობს შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებითა და ხელშეკრულებით, რომელიც შემუშავებულია თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ და ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

მაგთიკომი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე მაგთიკომი პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან:

4.3. ხელშეკრულების ვადის გასვლის და/ან ცალკეულ სააბონენტო ნომერზე შემსყიდველის ინიცირებით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გაუქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სახის მომსახურება, მათ შორის გაუხარჯავი პაკეტები (ერთეულები)“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო: პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არა ჩავარდნა
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე – მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ