გადადგეს მთავრობა და პარლამენტი

გადადგეს მთავრობა და პარლამენტი – ეს განცხადება პარტია “კანონი და მართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა. ჩარკვიანი პროკურატურის მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას ეხმაურება. ჩარკვიანის შეფასებით, დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები იძლევა იმის მოთხოვნის საფუძველს, რომ პარლამენტი უნდა გადადგეს.

„ის, რაც იმ დღეს ხელისუფლებამ ჩაიდინა, ამას ხალხი არ აპატიებს. ამ დროს ხდება რა, ასეთი ხელისუფლება უნდა გადადგეს. რაც დღეს ვნახე პარლამენტის შენობაში, ლეგიტიმურად შემიძლია, ვთქვა, დიახ, დასტურია იმისა, რომ ასეთი საკანონმდებლო ორგანო არ უნდა გვყავდეს და ჩვენ მათ არ უნდა ვინახავდეთ. მე ამის მომხრე ვარ. მთლიანად ხელისუფლება, ამ ვანდალური ფაქტის გამო და მისი გამპრავებელი პარლამენტი უნდა გადადგეს,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ამბობს, პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გამო დაიწყო.

ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს – აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შეწყვიტოს სიტუაციის ესკალაციის მცდელობა
შემდეგი სტატია20 ივნისს ჰყავს თავისი დამნაშავეები, უპირველეს ყოვლისა, ეს არის გახარია – ფიქრია ჩიხრაძე