გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შეწყვიტოს სიტუაციის ესკალაციის მცდელობა

გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შეწყვიტოს სიტუაციის ესკალაციის მცდელობა – ამის შესახებ მან განცხადება ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელიასთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით ხელისუფლების ნაბიჯები კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს.

„აგონიური ქმედებებია-თქო გარკვეულწილად ვამბობდით, მაგრამ მინდა, ახლა მივმართო მას. ეს არის დინების წინააღმდეგ სვლა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ. ეს არის პირდაპირ პროვოკაციებზე წამოსვლა. ეს არის თქვენი მცდელობა, რომ უფრო მეტი ესკალაცია იყოს პროცესის ქვეყანაში. რატომ? იმიტომ, რომ საქართველომ აჩვენა და ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც არ დაუშვებს მსგავს უკანონობებს საქართველოში. ბოლშევიკური რეპრესიები, რომლითაც გინდათ, რომ ვინმე დააშინოთ კიდევ უფრო მეტ მღელვარებას გამოიწვევს და თქვენ დაგიბრუნდებათ კიდევ უფრო უარესად და ნეგატიურად,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ნიკა მელია დამნაშავე არ არის. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ოპოზიციას ასეთი პროცესებით დაქსაქსავს, თუმცა ეს პირიქით მოხდება.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ვერ გადაიტანს ყურადღებას მთავარი საკითხებიდან – გახარია უნდა გადადგეს.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილის პროვოკაცია” – უგულავა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე
შემდეგი სტატიაგადადგეს მთავრობა და პარლამენტი