გაბუნია – ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს მობილობის მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციები, საყურადღებოა, რომ ამ მიმართულებებითაც ვიფიქროთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რაც გარკვეულწილად მობილობის გაზრდას უკავშირდება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია მობილობის შემცირება და ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ვირუსის გავრცელების შეკავება. ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. თუნდაც მიმდინარე აქციები. ყველას გვესმის, რომ ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ძალან საყურადღებოა, რომ დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებებითაც ვიფიქროთ. ბუნებრივია, უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯია – სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება