გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მკაცრად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტს

მკაცრად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორე მოქალაქის გატაცებას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობებს, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიგინტურის მკვლელობა – საოკუპაციო რეჟიმი ვიდეოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრს ვთავაზობ, შევქმნათ ერთიანობის მანიფესტი, თუ ვინმე არ მოისურვებს ხელის მოწერას, ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ