FireEye: რუსების „წვლილი“ ამერიკულ და ქართულ არჩევნებში

ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

Bloomberg-ი ამერიკულ სააგენტო FireEye-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებს დიდი წვლილი მიუძღვით დონალდ ტრამპის გამარჯვებაში.
საუბრია არა მარტო ჰაკერების მიერ მოპარულ დოკუმენტებზე და შემდგომ კლინტონის წინააღმდეგ მათ გამოყენებაზე, არამედ ხმის მიმცემი აპარატების შესაძლებელ დავირუსებაზე. კერძოდ, საუაბრია პენსილვანიის შტატზე.
FireEye-ის განცხადებით, რუსმა ჰაკერებმა ვირუსი ხმის მიმცემი მოწყობილობების პროგრამებში წინასწარ დააყენეს. ვირუსი გააქტიურდა არჩევნების დღეს, 8 ოქტომბერს და შემდგომ უკვალოდ თავისით წაიშალა.
FireEye-ის მტკიცებაში, აგრეთვე, მოყვანილია საქართველოში და უკრაინაში ჩატარებული არჩევნები, სადაც რუსებმა, ასევე, იმუშავეს არჩევნებში მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანაზე.
„ზემოაღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთი ამჟამად კიბერგარემოში ერთ-ერთი უძლიერესი სახლემწიფოა, რაც საშიშროების ქვეშ აყენებს მსოფლიოში არსებულ სიტუაციას“, – წერს სააგენტო Bloomberg.

წყარო

banner
წინა სტატიაშიოლანდი მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე კენჭს აღარ იყრის
შემდეგი სტატიაგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა თანამდებობა დატოვა