გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯერჯერობით გაურკვეველია რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება. ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები. ამ თემაზე განცხადება, შესაძლოა, ხვალ გაკეთდეს. დავით ონიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოთხი წლის ვადით აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიFireEye: რუსების „წვლილი“ ამერიკულ და ქართულ არჩევნებში
შემდეგი სტატიაქუთაისში გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდის დაკრძალვას ვერ ახერხებენ