“ევროპული საქართველო” საწვავზე აქციზის ფასის შემცირებას ითხოვს

“ევროპული საქართველო” საწვავზე აქციზის ფასის შემცირებას და გადასახადის განახევრებას ითხოვს.
“როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა აქციზი საწვავზე, ამან გამოიწვია ფასები ისეთი ზრდა, რომ ძალიან გაუჭირდა ჩვენს მოქალაქეებს და ახლა, როდესაც მუდმივად იზრდება საწვავზე ფასები, აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნება ანუ განახევრება იქნებოდა ძალიან სერიოზული შეღავათი ჩვენი მოქალაქეებისათვის. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს კიდევ უფრო მეტად გაუძვირდეთ ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს. გაუძვირდეთ იმით, რომ გაიზარდოს უკვე სამომხმარებლო გაზის ტარიფი, რაც ასევე დაარტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს” – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება – პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს