ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებმა ე. წ. მატროსოვის ციხეში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მოინახულეს

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებმა ე. წ. მატროსოვის ციხეში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მოინახულეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პარტიის ვიცე-პრეზიდენტი დეივიდ მაკალისტერი და საერთაშორისო მდივანი პატრიკ ვოლერი იმყოფებოდნენ.

სულ ცოტა ხნის წინ კი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დასრულდა შეხვედრა პარტიის წევრებთან. ევროპის სახალხო პარტიის ლიდერები საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას ეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში მომდევნო დღეებში შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს, მოინახულებენ დევნილთა დასახლებებსაც.

„ჩვენ მას ვთხოვეთ დახმარება ვიზალიბერალიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მხარდაჭერაში და რა თქმა უნდა, საქართველოს შიდა დემოკრატიის დაცვასა და განვითარებაში, რაც აბსოლუტურ კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სწორედ ახლა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ. მისი განწყობა არის ძალიან მეგობრული,“ – გააცხადა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა.

„ამ ვიზიტის ფარგლევბში, ბატონი მაკალისტერი შეხვდება ჩვენს პოლიტპატიმრებს, რომლებიც 8 ოქტომბრამდე იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებებში, ბატონ მერაბიშვილს, უგულავას და ახალაიას,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილმა მესტიის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა