ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას დღეს უყრის კენჭს.

მიმდინარე წლის 12 იანვარს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭი ეყარა და შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი დამტკიცდა.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, ორი კი, საკითხის წინააღმდეგ წავიდა. ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაში„ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხი არ განიხილება“
შემდეგი სტატიაშსს-მ მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი გახსნა