ევროპა განაგრძობს მუშაობას სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის – პრეზიდენტი დანიელსონის დანიშვნაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ქვეყანაში სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის გამოგზავნას მიესალმება. მისი განცხადებით, ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროპა სტაბილურობისთვის და დემოკრატიულობისთვის მუშაობას განაგრძობს.

“ეს არის ძლიერი ნიშანი იმისა, რომ ევროპა განაგრძობს მუშაობას სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის საქართველოში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორივე მხარეს, დააყენონ ქვეყანა პირველ რიგში და იმუშაონ დეპოლარიზაციის მიმართულებით”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე, ბერას სიმღერას დემონსტრაციულად უსმენდა
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – „გირჩი“ მზად იქნება, საერთო საქმისთვის დათმოს საკუთარი პოზიციებიც