ევროკავშირში 2022 წლიდან მანქანის სიჩქარის შემზღუდავები სავალდებული იქნება

2022 წლისთვის, სიჩქარის შემზღუდავი ტექნოლოგიები ყველა ტიპის ავტომანქანებითვის, რომელიც ევროკავშირში გაიყიდება, სავალდებულო იქნება – ევროპის კომისიამ შესაბამისი ნორმები უკვე მიიღო. ამ ზომების მომხრეები ამბობენ, რომ ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ. ევროკავშირის მიზანია, 2050 წლისათვის საგზაო შემთხვევებისას სიკვდილიანობა ნულამდე დაიყვანოს – “ბიბისი” წერს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Brake -მა აღნიშნული ზომის გატარებას “ისტორიული მოვლენა” უწოდა და ბრიტანეთს მოუწოდა, “ბრექსიტის” შემდეგ იგივე სტანდარტი დაამკვიდროს, რაზეც გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო უწყებამ უპასუხა: “ავტობანზე ან გასახურებლად, ცოტა სიჩქარე სასარგებლოა”.

ახალი წესების მიხედვით, ევროპული მანქანების მეპატრონეები ვალდებული არიან სიჩქარის კორექციის “ჭკვიანი” ხელსაწყო დააყენონ. გარდა ამისა, უნდა ჰქონდეთ უახლესი საგანგებო მუხრუჭის სისტემა და ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილს საკუთარი ზოლიდან გასვლაში შეუშლის ხელს.
“ყოველ წელს ჩვენს გზებზე 25 ათასამდე ადამიანი იღუპება. ყველა შემთხვევაში ამის მიზეზი ადამიანური ფაქტორია” – ევროკომისარმა ელჟბეტა ბანკოვსკამ თქვა.

banner
წინა სტატიაშიმგზავრის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ტაქსის მძღოლს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტროში ჩემი მოსვლის შემდეგ გადადგმული იყო ნაბიჯები, რომ სიმფონიური ორკესტრის უსახლკარობის პრობლემა მოგვარებულიყო