ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიურ სესიაზე ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა.

სხდომაზე მოხსენებით წარდგა ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი მირიეტა ტიდეი.

მისი განცხადებით, ურთიერთკავშირი გარემოს მდგომარეობას, ეკონომიკასა და უსაფრთხოებას შორის დღესდღეობით სულ უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

„იზრდება ტალღა ურთიერთდამოკიდებული მოვლენებისა, რომელიც შედეგია კორუფციის, ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობის, კლიმატის ცვლილებების, სასურსათო უსაფრთხოებისა და მიგრაციის, რამაც თავის მხრივ პროვოცირება გაუკეთა დესტაბილიზაციას ეუთო-ს რეგიონის მრავალ ნაწილში“, – აღნიშნა მირიეტა ტიდეიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით,რამდენიმე რეისი ვერ შესრულდება
შემდეგი სტატიაევროკავშირიდან გერმანიაში მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია