ევროკავშირიდან გერმანიაში მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2015 წელს გერმანიაში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, ხალხის რეკორდული რაოდენობა შევიდა – 685 484 ადამიანი. იმავე წელს გერმანია დატოვა 303 036 ადამიანმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრანტების ევროკავშირიდან მატებამ ჯამში 382 449 ადამიანი შეადგინა – დღეს გაზეთი Die Welt-ი წერს, მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მონაცემებზე დაყრდნობით.
ევროპელი მიგრანტების თითქმის 80% დასავლეთ ევროპის მოქალაქეები არიან. პირველ ადგილზეა რუმინეთი – 174 779 ადამიანი, შემდეგ პოლონეთი – 147 910 ადამიანი, ბულგარეთი – 71 709, და ასევე ხორვატია 50 646 ადამიანი.
ამასთანავე, შემცირებულია გერმანიაში სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან: საბერძნეთიდან, იტალიადან, პორტუგალიადან და ესპანეთიდან შესვლა. სულ ამ ქვეყნებიდან გასულ წელს 100 164 ადამიანი შევიდა.
სულ ევროკავშირში დაფიქსირებულია 18,5 მილიონი ევროპელი მიგრანტი. მათგან 4,1 მილიონი გერმანიაში ცხოვრობს, 3,1 მილიონი დიდ ბრიტანეთში და 2,2 მილიონი საფრანგეთში.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიადემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტის სხდომა გაიმართა