ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი – ის დარღვევები და შეუსაბამობები, რასაც დავაკვირდით, იმ მასშტაბის არ არის, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების შედეგებს

უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა

ის დარღვევები და შეუსაბამობები, რაც გამოვლინდა, საფრთხეს არ უქმნის არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კრისტიან ვიგენინიმ განაცხადა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურისთვის ხარვეზების ნაწილი გამოირიცხება.

ვიგენინის თქმით, ამომრჩეველი აუცილებლად უნდა მივიდეს მეორე ტურში, რადგან რაც მეტი ადამიანი მიდის არჩევნებზე, მით ნაკლები კითხვის ნიშანი რჩება.

“ჩემი აზრით, ის დარღვევები და შეუსაბამობები, რასაც დავაკვირდით იმ მასშტაბის არ არის, რაც საფრთხეს უქმნის შედეგებს. არჩევნებამდე პერიოდში ხარვეზები იყო და ეს ეხებოდა სამართლებრივ ბაზას, კანდიდატების ქცევას, კერძო მედიასაშუალებებს, მათ იმოქმედეს კამპანიაზე, მაგრამ არჩევნების დღე ისე ჩატარდა, რომ შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს”, – განაცხადა ვიგენინიმ.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ქვარაია: ხალხის გზავნილი ვერ ან არ წავიკითხეთ
შემდეგი სტატია„საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია,” – მამუკა მდინარაძე