მერაბ ქვარაია: ხალხის გზავნილი ვერ ან არ წავიკითხეთ

მერაბ ქვარაია საგანგებო განცხადებას ავრცელებს“რაც დღემდე შევძელით და გავაკეთეთ კარგია, ჩამოთვლას აქ არ შევუდგები…
ახლა უკვე დადგა დრო, როცა არ უნდა შეგვეშინდეს იმის თვითკრიტიკული შეფასება, რაც მოხდა, აღიარება, რომ რაღაც გამოგვეპარა, რაღაც ვერ გავაკეთეთ, ხალხის გზავნილი ვერ ან არ წავიკითხეთ, რაღაცაში არ ვიყავით დროულები და ადეკვატურები… დღეს სწორი და საფუძვლიანი ანალიზი მიღებული შედეგის შეცვლის აუცილებელი პირობაა!
ვეძებოთ შეცდომები საკუთარ თავში! წინ არჩევნების მეორე ტურია!
მჯერა შეგვწევს ძალა რადიკალურად შევცვალოთ ის რაც შესაცვლელია, დავანახოთ ხალხს, რომ გვესმის, ვგრძნობთ, გვტკივა, გვაწუხებს, ვართ გულწრფელები და გვაქვს აუცილებელი ცვლილებების რეალური ძალა, უნარი და სურვილი…
შედეგიც მყისიერი და რადიკალურად განსხვავებული იქნება.
მადლობა ყველას, ვისაც დღემდე ჯეროდა ჩვენი, ვინც მხარი დაგვიჭირა, მათაც, ვინც საკუთარი პროტესტით გამოგვაფხიზლა…
ახლა შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს!
ქართული ოცნება იტყვის იმ სიტყვას, რომელსაც ქართველი ხალხი ელის მისგან !”-წერს პარლამენტის წევრი მერებ ქვარაია.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ამ არჩევნების ოთხი მთავარი დასკვნა
შემდეგი სტატიაეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი – ის დარღვევები და შეუსაბამობები, რასაც დავაკვირდით, იმ მასშტაბის არ არის, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების შედეგებს