ესპანეთში ავარიის შედეგად 14 უცხოელი სტუდენტი დაიღუპა

ESPANETIესპანეთში ავარიის შედეგად 14 უცხოელი სტუდენტი დაიღუპა. ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც 56 სტუდენტი ვალენსიადან ბარსელონაში გადაჰყავდა, მაგისტრალზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მეორე მხარეს გადავიდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 43 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიის ინფრომაციით, ესპანეთში დაღუპული სტუდენტები უკრაინიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან არიან. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში გაცვლითი პროგრამა “ერაზმუსის” სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბარსელონას უნივერსიტეტში და ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში ირიცხებიან.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა უცხოელი სტუდენტია, რომლებიც ესპანეთში “ერასმუსის” სტუდენტური გაცვლითი პროგრამით არიან ჩასულები. ამ დროისთვის ტრასა, სადაც ავტოავარია მოხდა, გადაკეტილია. ავარიის სავარაუდო მიზეზი ავტობუსის მძღოლის მიერ მართვის დაკარგვაა.

banner
წინა სტატიაშიდონის როსტოვში “ბოინგის” კატასტროფის ადგილას სამძებრო სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატია(VIDEO) კუბელმა მსახიობმა ობამას “მოსკვიჩით” ადგილამდე მიყვანა შესთავაზა