ეს უფრო პოლიტიკური სვლაა და გამოსაცდელი შეთავაზება – ეკა ბესელია პრეზიდენტის საერთო სახალხო განხილვაში ჩართვის სურვილზე საუბრობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის თაობაზე წინადადება პოლიტიკური სვლა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა.

“როცა საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა და ამავდროულად ამბობს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება, მას უნდა ჰკითხოთ, ამ პროცესში მონაწილეობა როგორ წარმოუდგენია?! ფორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელებთ და კონკრეტული შეთავაზება იქნება. თუ ეს არის გულწრფელი პოზიცია, სურვილი და ნაბიჯი, ეს გამოჩნდება. თუ ეს გულწრფელი პოზიციაა და გამოსაცდელი შეთავაზება არ არის, ეს გამოჩნდება. მზად ვართ, რომ კომისიაში ნებისმიერ განსხვავებულ პოზიციას მოვუსმინოთ. ამ პროცესს საყოველთაო განხილვა იმიტომ ჰქვია, რომ მისგან არავის გარიყვა არ შეიძლება. პრეზიდენტი ამ პროცესში თავიდან უნდა ჩართულიყო. მიმაჩნია, რომ მცდარი იყო პოზიცია, როცა თავიდანვე არ ჩაერთო. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სვლაა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა, თუმცა ფორმებზე მსჯელობა გვექნება”, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ცალკე შევხვდებით ხალხს”- “ენმ” კონსტიტუციის სახალხო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიათუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვება, კარგი იქნება