“ჩვენ ცალკე შევხვდებით ხალხს”- “ენმ” კონსტიტუციის სახალხო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს

”ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს.როგორც პერტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა განუმარტოს ერთად პრეზიდენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებას კონსტიტუცია.

,,არა მგონია პრეზიდენტმა და უმრავლესობამ ერთ ხმაში განმარტონ კონსტიტუცია. როცა პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს, რომ მონაწილეობას მიიღებს კონსტიტუციის განხილვაში, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შევუქმნათ მას ისეთი პირობები, რომელიც მისთვის ხელსაყრელი იქნება. ჩვენ არ ვღებულობთ ამ პროცესში მონაწილეობას, ეს არის ფარსი და ჩვენ არ გვინდა საზოგადოებას ილუზია შევუქმნათ, რომ უმრავლესობასთან ერთად ვაწარმოებთ კონსტიტუციის სახალხო განხილვას, ეს არ არის სახალხო განხილვა, ეს არის ამ დოკუმენტის ხალხისთვის თავს მოხვევა. ამიტომ ჩვენ ცალკე შევხვდებით ხალხს.
მე არა მგონია პრეზიდენტმა უმრავლესობასთან ერთად იაროს და ერთ ხმაში განმარტონ კონსტიტუცია. ეს ფორმატი უფრო ემსახურება ხელისუფლების მიერ შექმნილი ცუდი კონსტიტუციის გამართლებას საზაგდოების შეცდომაში შეყვანას“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშინანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაეს უფრო პოლიტიკური სვლაა და გამოსაცდელი შეთავაზება – ეკა ბესელია პრეზიდენტის საერთო სახალხო განხილვაში ჩართვის სურვილზე საუბრობს