“ეს ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“ – ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნაზე საუბრობს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის მორიგი ტესტი იქნება.

მეორე ტურის შუაკვირაში, სამუშაო დღეს დანიშვნა უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის.

„კურიერთან“ საუბრისას ლინას ლინკევიჩუსი თავად დაინტერესდა ამ საკითხით და განაცხადა, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა გარკვეულ ეჭვებს ნამდვილად ბადებს.

„არჩევნები ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი გამჭვირვალობის კუთხით, როგორ არის ორგანიზებული რეფორმების გატარება, რომელიც შეუქცევადი უნდა იყოს. რადგან ხელისუფლების შეცვლამ ან არ შეცვლამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა რეფორმების მოტივაციაზე.

კერძოდ, რასაც ველით საქართველოსგან ევროინტეგრაციის თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება ამას სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ტესტი კი საკმაოდ გადამწყვეტია.

– თარიღი უკვე დანიშნულია ? მაშინ ნება მომეცით დავამატო. თარიღი ჩვენთვის ცოტა არ იყოს სიურპრიზია. რადგან რბილად რომ ვთქვათ, შუაკვირაში დანიშვნა არატრადიციულია. არ ვიცი რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხმის მიცემის პროცესში თავისუფალ და გამჭვირვალე მონაწილეობას. ეს ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“- აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების მიმართვა დევნილი თანამემამულეებისადმი
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : დავალიანების განულების ინიციატივა ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია და არ გულისხმობს სახელმწიფო ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას