“ეს კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას”-კობახიძე „აიპიემის”და „სიარარსის” მიერ ჩატარებული კვლევებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აიპიემის”და „სიარარსის” მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნების შედეგს ყოველთვის აცდენილია.

„ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარებს „აიპიემის“ და „სიარარსის“ კვლევებთან დაკავშირებით. ეს კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას. საბოლოო ჯამში არის ხოლმე აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპონენტებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, ვერ ახერხებენ, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს და შესაბამისად, არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებზე მომუშავე კონკრეტული კომპანიები, პირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

„აიპიემი“ არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, „სიარარსი“ – მეორე განშტოებასთან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება ხოლმე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი უფლებები და ამიტომ, ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის ოპტიმიზმს და „ნაციონალური მოძრაობის“ ოპტიმიზმს, ეს ოპტიმიზმი იყო კარგად გამოხატული გასულ დღეებში. ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება, 5 000 კაცი იდგა აქტივის ხარჯზე მობილიზებულ მათ აქციაზე. შესაბამისად, ეს უჩვენებს იმ სურათს, რომელიც აუცილებლად აისახება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

„რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს და რესპონდენტს, ძალიან მარტივად კეთდება ხოლმე ალოკაცია. ალოკაციის საფუძველზე როცა ტარდება კვლევა, კარგად ვხედავთ, როგორ დასრულდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით 50 პროცენტიან მაჩვენებელს. მითუმეტეს, ჩვენ გვაქვს ერთი წელიწადი, რომ კარგად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო სამზადისს, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ფილმი მონანიება ხომ გინახავთ ყველას? ხომ გახსოვთ მთავარი ფრაზა რა არის? მაინც ამოვთხრი”
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს ჰიმნს ასრულებენ