“ფილმი მონანიება ხომ გინახავთ ყველას? ხომ გახსოვთ მთავარი ფრაზა რა არის? მაინც ამოვთხრი”

region
ავტ.: region ნოემბერი 19, 2019 16:04

“ფილმი მონანიება ხომ გინახავთ ყველას? ხომ გახსოვთ მთავარი ფრაზა რა არის? მაინც ამოვთხრი”

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, აქციები მშვიდობიან ფორმატში მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.

სამოქმედო გეგმის დეტალებზე კონსულტაცია ამ წუთებში, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ზუსტი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას მედია და საზოგადოება დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეიტყობს.

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლების წევრები მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

“ფილმი მონანიება ხომ გინახავთ ყველას? ხომ გახსოვთ მთავარი ფრაზა რა არის? მაინც ამოვთხრი. ზუსტად ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა. სანამ თვითონ არ გამოვლენ და ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ თავი დაგვანებეთო სანამ არ იტყვიან, მანამდე არ მოვეშვებით. სისტემური, არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქციები გრძელდება,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” წევრის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ზეწოლის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისს დაკავებული პირები გაათავისუფლონ.

“გაგრძელდება აქციები პერმანენტულად და ხელისუფლება აუცილებლად წამოვა იმ ოთხი მოთხოვნის შესრულებაზე. სხა გზა მათ არ დარჩენიათ, ხელისუფლება არის სრულ აგონიაში და ეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს. საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპკორპუსის ზეწოლის შედეგად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, როგორც მე ვიცი და აპირებენ, რომ გაათავისუფლონ 20 ივნისის პოლიტპატიმრები, მაგრამ ამასთან, როგოც ჩვენთვის ცნობილი იყო, მუდმივად იყო სუბარი, რომ ეს ბიჭები უნდა გამოსულიყვნენ გარეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერ ელეოდა ირაკლი ოქრუაშვილს,“ – დასძინა გურამ ჩალაგაშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 19, 2019 16:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics