იან კელი: ეს იყო პოლიტიკური ძალადობა

იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში კორცხელში მომხდარი დაპირისპირების მსგავს ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.იან კელის თქმით, მნიშნელოვანია, რომ გამოძიება უკვე დაიწყო.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა. ეს იყო პოლიტიკური ძალადობა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. იმედისმომცემია, რომ დაიწყო გამოძიება. ასეთი ძალადობა უნდა შეწყდეს”, – აღნიშნა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიკორცხელში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ქარტია სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: ყველა მიიღებს იმ პასუხს და სასჯელს, რომელსაც იმსახურებს