ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ქვეყანაში რუსული ხელისუფლება და სასამართლოს კლანური მმართელობა უნდა დასრულდეს.
“ეს არის პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება კლანური სასამართლოს მხრიდან. ცხადია, იმ პირობებში, როცა 3 პოლიციელი მოწმისგან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებს აძლევს, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს დღის წესრიგში და შსს, რომელიც ვერ წარმოადგენს ვერცერთ მტკიცებულებას, მათ შორის, ასეულობით და ათასეულობით პოლიციელის მხრიდან ერთი სამხრე კამერის ჩანაწერიც კი არ არსებობს და მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე ხდება გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რუსული მთავრობა, კლანური სასამართლო და ყველა ის უბედურება, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს, ” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.