ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე – მდინარაძე ოდიშარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, ლატვია “ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიაზე ზეწოლას ახდენს მისთვის საპატიო კონსულის წოდება ჩამორთმევის გზით. მდინარაძე ამბობს, რომ მიზანი ისაა, რომ დეპუტატებმა გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მიიღონ.

შეგახსენებთ, ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ინიციატივით ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი მას შემდეგ გამოვიდა, რაც “ოცნების” დეპუტატმა ოპოზიციონერ ქალებს უხამსი და უცენზურო გამონათქვამებით მიმართა.

“ეს არის არანაირი დაშორება ევროპასთან, პირიქით, ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე.დიახ, ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა ჩარევაში მცდელობა აშკარა, საქმეებში შიდა ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება. რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ”, – თქვა მდინარაძემ

banner
წინა სტატიაშისანქციების მოთხოვნა არის ერთადერთი გზავნილი, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს შეზღუდული დამოუკიდებლობის მქონე – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატია„აგრო იმპექსმა“, თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა