ეს არის ევროპული კანონმდებლობა და ეხება მხოლოდ გამჭვირვალობას, მეტს არაფერს – მათიკაშვილი

არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რაზეც მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ არაფრის გაწვევა არ არის საჭირო.

„არანაირი რუსული კანონი არ არსებობს. არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. ეს არის ევროპული კანონმდებლობა, ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და მეტს არაფერს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი იმართება – დარეგისტრირდი
შემდეგი სტატიაკანონპროექტი მოიცავს მხოლოდ გამჭვირვალობას და ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რა არის აქ მიუღებელი? – ყაველაშვილი