ერთმანეთს მზა რეცეპტებით, ულტიმატუმებით არ ვესაუბრებით, მზად ვართ, ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელოთ, სადაც არგუმენტები იარსებებს, როგორღაც პოზიციების დაახლოება უნდა შევძლოთ – ოხანაშვილი

საჭიროა მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, მათთვის სოციალური გარანტიების არსებობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაწყებულია საკითხების იდენტიფიცირება, რაზეც დისკუსიაა საჭირო.

„დავიწყეთ საკითხების იდენტიფიცირება, რაზეც დისკუსიაა საჭირო. რომელიმე საკითხზე ჩაკეტილი კარი არ გვაქვს და შეგვიძლია, ვიმსჯელოთ. ამ საკითხებს დასჭირდება არგუმენტები, საერთაშორისო პრაქტიკა და ვენეციის კომისიის მიდგომები. ამიტომ ნოუ-ჰაუ და ვიღაცას ასე წარმოუდგენია, რომ რეფორმა ასეა საჭირო, არ იქნება არგუმენტად. ერთმანეთს მზა რეცეპტებით არ ვესაუბრებით. ერთმანეთს ულტიმატუმებით არ ვესაუბრებით. მზად ვართ, ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელოთ. სადაც არგუმენტები იარსებებს, როგორღაც პოზიციების დაახლოება უნდა შევძლოთ. ამ მიდგომით ვმსჯელობთ. რამდენიმე საკითხი დავაიდენტიფიცირეთ, რაც არის სასამართლოს გადატვირთულობა, სწრაფი მართლმსაჯულება და სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება. ჩვენი მოქალაქეების ინტერესია და ისინი თვეები არ უნდა ელოდებოდნენ მართლმსაჯულების განხორციელებას. ამისთვის საჭიროა მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, მათთვის სოციალური გარანტიების არსებობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ში კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
შემდეგი სტატიაარ მივცემთ რუსეთს უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებას გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით – ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი