ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

წერს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება.

მისივე განმარტებით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 9 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18:00 საათამდე გაგრძელება, მის ფარგლებში კი აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.

“შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამომათვალში ცვლილება ვეღარ გნხორციელდება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა, თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

banner
წინა სტატიაშივინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად
შემდეგი სტატიაგადაბაძე სკანდალურ მიმოწერებს ასაჯაროებს (ვიდეო)