“ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, “გირჩში” ბევრი მოწიეს”

ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „გირჩის“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, „Tesla“-ს ავტომობილებს გაათამაშებენ“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზე, ასევე რამდენად შეიცავს არაკანონიერი ქმედების ნიშნებს, ისაუბრებს მაშინ, როცა „გირჩი“ რეალურად გადადგამს ნაბიჯებს.

„არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“წულუკიანი ენამხვილურად გიგებთ დებატებში და ამიტომ ესხმით თავს”-კილაძე კაპანაძეს მიმართავს
შემდეგი სტატიაძაღლის ფეკალიით ტერიტორიის დაბინძურებისთვის მეპატრონე 100 ლარით დაჯარიმდება