“წულუკიანი ენამხვილურად გიგებთ დებატებში და ამიტომ ესხმით თავს”-კილაძე კაპანაძეს მიმართავს

“საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებშიც და ამიტომ ესხმით თავს”, – ასე პასუხობს მმართველი გუნდის დეპუტატი სოფო კილაძე “ევროპული საქართველოს” მოთხოვნას თეა წულუკიანის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფრაქციას წულუკიანისთვის კითხვების დასმა ორი დღით ადრე, “უფრო ფართო ფორმატში” შეეძლო:

„რამდენადაც ვიცი, გარკვეული ტექნიკური თემები არის, რაც შეიძლება პირდაპირ მინისტრს არ ეხებოდეს აღდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, აღსრულდება გადაწყვეტილება.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – მესმის, რომ წულუკიანი თქვენი პარტიისთვის, ვგულისმხობ ფართო პარტიას და არა “ევროპულ საქართველოს”, განსაკუთრებული თავდახმის საკითხია. თქვენი დამოკიდებულებაა გამორჩეულ ლიდერებზე თავდასხმა – ამ ჯერზეც ასეთ თემასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ესხმით თავს. საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებშიც და ამიტომ ესხმით თავს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე-მტერთან საბრძოლველად საჭიროა კონკრეტული იარაღები
შემდეგი სტატია“ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, “გირჩში” ბევრი მოწიეს”