ერთ ტაიმში გატანილი 5 გოლი-გაბელიამ ჩემპიონთა ლიგა ახალი რეკორდით დაიწყო



გაბელიამ ჩემპიონთა ლიგა 5 გოლით და ახალი რეკორდით დაიწყო. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად 3 გზის დასახელებულმა ქალმა ფეხბურთელმა – გულნარა გაბელიამ, ევროპის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ტურნირი, ახალი რეკორდით – ერთ ტაიმში გატანილი 5 გოლით დაიწყო.

გაბელიას ყაზახური “ბიიკ კაზიგურტი” ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში, ფარერის კუნძულების ჩემპიონს, ,,კალას,, შეხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით 9:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გაბელიამ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა და მოწინააღმდეგე 5 გატანილი ბურთით, სრულიად გაანადგურა. მწვრთნელი ,,იძულებული,, გახდა, რომ გუნდის ლიდერი, თამაშის მეორე ნახევარში დაესვენებინა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-გუბერნატორმა მოადგილეები დანიშნა
შემდეგი სტატიაარად ბენკო – ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი