ერთ კილოზე მეტი კონტრაბანდული ოქრო – სარფის საბაჟოზე 57 000 ლარის ძვირფასი ლითონი ამოიღეს

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას.

ამოღებულია 1 024 გრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 57 000 ლარს აღემატება. წაყენებული ბრალი 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს სასჯელის სახით.

banner
წინა სტატიაში13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამინაცვალი დააკავეს
შემდეგი სტატია3 დაშავებული – სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხარაჩო ჩამოიშალა