ერდოღანმა სტამბოლის ტერაქტის მიზანი დაასახელა

სტამბოლში საახალწლოდ მომხდარი ტერაქტის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის დათესვა იყო – ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა განაცხადა – ადგილობრივი “ანადოლუ” წერს.
“ჩვენ გვესმის, რომ სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმები რეგიონში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება” – ერდოღანმა თქვა.

წუხელ, სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-მდე კი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
წინასწარი მონაცემებით, ორი ან სამი თავდამსხმელი იყო, რომლებიც მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნის ოპერაცია.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასამხრეთკორეულმა თვითმფრინავმა იაპონიის ზღვაში შეცდომებით ბომბები ჩამოყარა