ერდოღანი: თურქეთი სირიაში ახალი ოპერაციისთვის ემზადება

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის მომზადების ბოლო სტადიაზეა – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა. “ჩვენ მომზადების ბოლო სტადიაზე ვართ სირიის რეგიონებში ოპერაციისთვის, სადაც მისიების “ევფრატის ფარის” და “ზეთისხილის რტოს” შემდეგ სტაბილურობა დავამკვიდრეთ. ღმერთის დახმარებით უახლოეს მომავალში ჩვენ გავანთავისუფლებთ ახალ ტერიტორიებს და მას უსაფრთხოს გავხდით. ჩვენს მიერ განთავისუფლებულ ადგილებში დაბრუნებულების რაოდენობა უკვე ოთხი მილიონია” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ივნისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია დამნაშავე.

banner
წინა სტატიაშირონალდო საავადმყოფოში პნევმონიას მკურნალობს
შემდეგი სტატიაქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს